ნუცა ბუზალაძეს ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ბიუჯეტიდან 18 000 ლარს გადაუხდიან. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურებოდა.
„მოგესალმებით, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ჩემი ქვეყნის ერთგული გულშემატკივარი, ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, სამართალდამცავების, ჟურნალისტებისა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ.
არანაირი მიზანი არ ამართლებს ძალადობას!