Equinor–მა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მარაგი აღმოაჩინა

ნორვეგიულმა Equinor-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მარაგი აღმოაჩინა, რომლის სავარაუდო მოპოვებადი მარაგები 2-დან 12 მილიონ ბარელამდე ნავთობის ეკვივალენტია.
ნავთობისა და გაზის უბანი, სავარაუდო სახელწოდებით Ringand, მდებარეობს Troll-ის საბადოს დასავლეთით 17 კმ-ში. კომპანია ჯერ არ გეგმავს მის კომერციულ განვითარებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს უკვე მეორე მსგავსი აღმოჩენაა ამ ტერიტორიაზე, რომლის შესწავლა გაგრძელდება.
„თუ ახალი აღმოჩენები გაკეთდება, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მათი გაერთიანება რესურსების ეფექტური გამოყენებისა და მაქსიმალური დანაზოგის უზრუნველსაყოფად“, – თქვა გეირ სურტვეიტმა, Equinor-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ნორვეგიის კონტინენტური შელფის დასავლეთ ნაწილში კვლევისა და წარმოების საკითხებში.
Equinor ფლობს საკვლევ ტერიტორიაზე მოპოვების ლიცენზიის 60%-ს. დანარჩენს თანაბარი წილით ფლობენ ნორვეგიული ნავთობისა და გაზის კომპანიები DNO და Petoro.
interfax