“იმედგაცრუებულები ვართ შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო” – რუმინეთის საგარეო

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ხუთ ქვეყანას, მათ შორის, რუმინეთს, მადლობა გადაუხადა “ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის”.
“ძლიერ იმედგაცრუებას გამოვხატავთ, ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო”, – წერია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.
ისინი, ასევე შეშფოთებას გამოხატავენ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გამო:
“ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირთან ასოცირების დიალოგის [შეჩერების] და ქართველების კანონიერი პროტესტის ძალადობრივი რეპრესიების შესახებ”.
17 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა მ გადავუხადა ხუთ ქვეყანას, “რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე”, მათ შორის, დაასახელა, გ უნგრეთი, , იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, – განაცხადა პრემიერმა.
16 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა და ამ ეტაპზე არ დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა