ევროპული ქვეყნები, რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერების დაზღვევას შეამოწმებენ

ევროპული ქვეყნების მთავრობებმა შეათანხმეს ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი ევროპულ წყლებში გადააქვთ, მოუწევთ საკმარისი დაზღვევა უზრუნველყონ უბედური შემთხვევებისგან, წერს Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, ასეთი შეთანხმება 16 დეკემბერს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (Joint Expeditionary Force, JEF) შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
ევროპის საზღვაო ხელისუფლება მოითხოვს დაზღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებებს დანიის სრუტეების, ფინეთის ყურის და შვედეთისა და ს შორის გამავალი გემებისგან. დაზღვევა მიღებული უნდა იყოს ერთ-ერთ სანაპირო სახელმწიფოში: დიდ ბრიტანეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, ფინეთსა და ესტონეთში.
დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში გემებს შეიძლება დაეკისროს სანქციები. სანქციები ასევე შეიძლება დაწესდეს ტანკერებზე, რომლებიც უარს ამბობენ მთავრობის მოთხოვნებზე პასუხის გაცემაზე, თქვა FT-ის ერთ-ერთმა წყარომ.
G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები უკრძალავს დასავლელ მზღვეველებს დააზღვიონ გემები, რომლებიც არღვევენ ს ნავთობის ფასების შეზღუდვებს. რუსული ნავთობისთვის „ფასის ჭერი“ ბარელზე 60 დოლარია.
interfax