4 დღე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე | ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება

დიპლომატების გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ – ბრიუსელში ევროკავშირის ყველა საგარეო მინისტრია შეკრებილი და მათთან ერთად საქართველოს პირველი დიპლომატიც. ვიდრე საბოლოოდ გარკვევა, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა იმსჯელონ. პრობლემა ამ შემთხვევაშიც იდენტურია – ვიქტორ ორბანბის მთავრობა ბლოკავს ს და შესაბამისად საქართველოსაც, თუმცა ქართველი მინისტრისგან ორბანმა მაინც მადლობა მიიღო. ბრიუსელში 27 კოლეგისგან განსხვავებით მხოლოდ ილია დარჩიაშვილი ამბობდა, რომ უნგრეთის პოზიცია პრობლემას არ შექმნის.