ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მოედანს ახალ წლამდე დაუბრუნდეს და „ნაპოლის“ დასკვნით მატჩებში დაეხმაროს – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ. „ნაპოლი“ 21 დეკემბერს სტუმრად „ჯენოას“ შეხვდება, ხოლო 29-ში შინ „ვენეციას“ უმასპინძლებს. მოსალოდნელი, რომ ამ მატჩებში ქართველი თავდამსხმელიც ითამაშებს.
„კვარაცხელიას დაბრუნება მწვრთნელებისთვის აქტუალური თემაა. ქართველმა „ლაციოსთან“ მატჩში მარჯვენა მუხლის დაიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ დავიდ ნერეშმა „უდინეზესთან“ შესანიშნავად ითამაშა, ხვიჩას დაბრუნება ნეაპოლელებისთვის პრიორიტეტულია.
კვარაცხელია ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ 21 დეკემბერს „ჯენოასთან“ სათამაშოდ მზად იყოს. ქართველ გარემარბს სურს, ითამაშოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გუნდს სჭირდება, არამედ იმისთვისაც, რომ „უდინეზესთან“ ნერეშის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გუნდში თავისი პოზიცია განიმტკიცოს“, – წერს გამოცემა Corriere dello Sport-ი.
გამოცემა consiglifantacalcio გუნდის შემტევეში არსებულ კონკურენციას შეეხო: „უახლოეს პერიოდში ვარჯიშებზე და თამაშებზე, შესაძლოა, ნერეშს, კვარასა და პოლიტანოს შორის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდეს. ნერეში სათადარიგო მოთამაშის როლს დიდხანს ვერ შეეგუება, რის გამოც, არ არის გამორიცხული, კვარაცხელიამ ან პოლიტანომ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლონ“.