თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხელოვნურად არ არის მოწყობილი, კარგად დაფიქრდეს. მოვა დრო ყველა მიხვდება თუ რა საშიშროება აგვაცილა თავიდან დღევანდელმა ხელისუფლებამ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა კოლუმბიის უნივერსიტეტის “მდგრადი განვითარების ცენტრის” დირექტორის და პროფესორის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც პროფესორი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებზე და რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევაზე საუბრობს.
ექსპერტის თქმით, ჯეფრი საქსმა იგივე გაიმეორა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, რომ ის დესტაბილიზაცია, რაც დღეს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში ხდება, ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპიური პროცესი, ნათლად ადასტურებს რომ ეს არის აშშ-ს ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ამ რეგიონში ცეცხლის კერის გაჩენის მიზნით.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხელოვნურად არ არის მოწყობილი, კარგად დაფიქრდეს.
„რამდენიმე დღის წინ “იმედის” ეთერში რაც გააჟღერა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და მთელ მსოფლიოში ცნობილმა ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა, იგივე გაიმეორა მან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
ის დესტაბილიზაცია, რაც დღეს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში ხდება, ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპიური პროცესი, ნათლად ადასტურებს რომ ეს არის აშშ-ს ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ამ რეგიონში ცეცხლის კერის გაჩენის მიზნით.
მან პარალელი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან გაავლო. წამყვანი კანდიდატის წინასაარჩევნო მოწოდება იყო უკრაინა–რუსეთის ომის დასასრული და ამ კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, უზენაესმა სასამართლომ კი არჩევნები გააუქმა თითიდან გამოწოვილი მიზეზით, ისევ რუსეთის ჩარევა.
და თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხელოვნურად არ არის მოწყობილი, კარგად დაფიქრდეს.
მოვა დრო, ყველა მიხვდება თუ რა საშიშროება აგვაცილა თავიდან დღევანდელმა ხელისუფლებამ.“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.