ილია დარჩიაშვილი კატრინ კოლონას შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას შეხვდა.
შეხვედრის შესახებ დარჩიაშვილი სოციალური ქსელის, X-ის [ყოფილი „ტვიტერი“] პირად გვერდზე წერს:
“მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკაზე, ასევე, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი ჩვენი ქვეყნის მოლოდინს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე”, – აღნიშნავს მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)