ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს პირველ რიგში იმას ლანძღავენ

ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს პირველ რიგში იმას ლანძღავენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
„იყო ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა ორი, ორივეს ლანძღავდნენ, ახლა გახდა ხუთი. ეს რას ნიშნავს იცით, სადაც შეუძლიათ მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის ქვეყნები თამამად უჭერენ მხარს სიმართლეს. სადაც ყველაზე ნაკლებია დამოუკიდებლობის ხარისხი იმ მმართველების პირობებში, ვინც დღეს მართავს ამ ქვეყნებს, ისინი არიან უფრო მძაფრად და რადიკალურად განწყობილები საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, თორემ ჩვენ მათთვის არაფერი დაგვიშავებია. შესაბამისად, ბალტიის ქვეყნები იმიტომ არიან უფრო აგრესიულები ჩვენ მიმართ, რომ იქ ყველაზე ნაკლებად არის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი მათი დღევანდელი მმართველების გამოისობით.
ბალტიის ქვეყნების დღევანდელი ხელისუფლებები ვერ უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის იმ ელემენტარულ ხარისხსაც კი, რომ სანქციები არ დააწესონ ვიღაცების, არაფორმალური ჯგუფების გავლენით. აქედან გამომდინარე, ვიღაცას აქვს მაქსიმალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ისინი მხარს გვიჭერენ, ვიღაცას აბსოლუტურად განულებული აქვს ეს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი და ისინი აგრესიულები არიან. დღეს ხომ 5-ია, ვინც მხარს გვიჭერს, მომავალში უფრო ბევრი იქნებიან, მას შემდეგ, რაც -ში სიტუაცია შეიცვლება, ვგულისხმობ 20 იანვარს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი