Reuters – მოსკოვში გენერლის ლიკვიდაციის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი გენერლის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც მ უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, წყარომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან მათთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსი გენერლის ლიკვიდაციის უკან, რომელიც ს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი იყო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას.
წყაროს თქმით, სკუტერი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო განთავსებული მაშინ აფეთქდა, როცა კირილოვი და მისი თანაშემწე რიაზანსკის გამზირზე მდებარე სახლის შესასვლელში შევიდნენ.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში, რიაზანის გამზირზე აფეთქება მოხდა, რის შედეგედაც რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ.
გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად. გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
„ჩინოვნიკი პასუხისმგებელია რაშისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაზე. კირილოვის ბრძანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4,8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა – აშშ-სთან ერთად შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად

ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი – საქართველო გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას