მუდრიკი სერიოზულ სკანდალში გაეხვია – უკრაინელი შესაძლოა, მოედანზე დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ვიხილოთ

“ჩელსის” შემტევი მიხაილო მუდრიკი დოპინგ ტესტზე ჩავარდა, ამის შესახებ ინფორმაციას Tribuna ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უკრაინელ შემტევს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და თუ პასუხი დადებითი კიდევ ერთხელ იქნება, მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
მიხაილოს “ჩელსის” მაისურით 28 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მუდრიკმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 7 მატჩი გამართა და თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.
შეგახსენებთ, უკრაინელი შემტევი “არისტოკრატებმა” 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, “შახტარიდან”, 88.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.