“ალ ჰილალის” ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს კარიერის გაგრძელება მაიამის “ინტერში” სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გარიგება დიდი ალბათობით, ზაფხულში განხორციელდება, როდესაც ნეიმარი თავისუფალი აგენტი გახდება. ბრაზილიელს ყოფილ თანაგუნდელებთან – ლიონელ მესისთან, ლუის სუარესთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან კიდევ ერთხელ თამაშის იდეა ძალიან მოსწონს, მაიამის “ინტერს” კი ასევე მისი ყოფილი თანაგუნდელი ხავიერ მასკერანო თავკაცობს.
შეგახსენებთ, ნეიმარს “ალ ჰილალთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.