დმიტრო კულება უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე – ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს.
„ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. უკრაინასა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ“, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებას ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდა.
„მე მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით ცოტა დრო. ახლა მე შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მოვახსენებ. პიტერი თავის პრემიერ-მინისტრს წარუდგენს მოხსენებას. ჯერ ერთი სიგნალის გაცემა მსურს. მე გასაგებად ვთქვი: პიტერ, ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ იქამდე ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ“, – აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)