ჯოზეფ ბორელი – მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, მისი გაზრდისა და დაჩქარების დროა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ახლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„დღეს მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, პირიქით მისი გაზრდისა და დაჩქარების დროა“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში უნდა დაეხმაროს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი და საექსპერტო კონსულტაციები უკრაინის მიმართ უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ ს ოპერატიული და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ასევე, პროგნოზირებად გრძელვადიან დაფინანსებაზეც უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება