ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე, ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე, ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, წარმართავს
ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს რა თქმა უნდა, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან.
„რაც შეეხება პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა 28 ნოემბერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. სამი წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით – დამთავრდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აფერხებდა ქვეყნის განვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან.
ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყინათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, იყო სწორედ ეს – მათ ხელიდან გამოვაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თითქმის 8 თვე გავიდა არჩევნებიდან და არანაირი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად, რა და ვინ დაარღვია, მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე არის საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა

აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და თუ ასეა, უმჯობესი იქნება, ახალი თარჯიმანი დაიქირავოს