NATO-ს გენმდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ უახლოეს წლებში , მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროპული ოჯახის ნაწილი და, საბოლოოდ, შესაძლოა – ევროატლანტიკური ალიანსის წევრებიც – რუმინული მედია

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე იმედოვნებს, რომ ალიანსი უახლოეს წლებში გაფართოვდება და მისი საზღვარი აღმოსავლეთისკენ გადაიწევს. შესაბამისი განცხადება მირჩა ჯოანამ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა.
“NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ უახლოეს წლებში , მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროპული ოჯახის ნაწილი და, საბოლოოდ, შესაძლოა – ევროატლანტიკური ალიანსის წევრებიც”, – წერს რუმინული Ziua de Vest-ი.
ჯოანას განცხადებით, მალე რუმინეთი NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარი აღარ იქნება და ალიანსის საზღვარი აღმოსავლეთისკენ გადაიწევს.
„შესაბამისად, დროა, რუმინეთმა საბოლოოდ დააღწიოს თავი ევროპის პერიფერიას და, თავისი მნიშვნელობით, ევროპის ცენტრში დაიმკვიდროს ადგილი“, – განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა გიორგობიანი: ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მეტ პროცენტს აგროვებენ, იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან

დედაქალაქის ბიუჯეტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გაცდა 2 მილიარდ ლარს. ეს იძლევა შესაძლებლობას, განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის საჭირო და საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი