კობახიძე ტურიზმის სფეროს პრობლემებში „რადიკალურ ოპოზიციას“ ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები „რადიკალური ოპოზიციის“ საბოტაჟის ბრალია.
მან ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე და შემცირებულ ჯავშნებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს მოკლევადიანი რყევაა და როდესაც ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს, ყველაფერი დასტაბილურდება.
„რეალურად, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები, რა თქმა უნდა შექმნეს. ბუნებრივია, როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება იმის მოტივაცია, რომ ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას, ან ჩადონ ინვესტიციები, თუმცა ეს არის მოკლევადიანი.
იგივე ხდებოდა ლარის კურსთან მიმართებით, როდესაც იყო ეს ვითარება ლარის კურსი გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, კურსმაც დაიწყო დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ამ საბოტაჟს, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს, ყველაფერი დასტაბილურდება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი აქ არ გვაქვს“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები საუბრობენ ჯავშნების აქტიურ გაუქმებაზე, ეს გამოწვევა მათ შორის ზამთრის კურორტებზეც დგას.