ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიზნესებს ჰქონდეთ სიმყარე, მათ შორის იმ ბიზნესებსაც, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში

კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლების განცხადება მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის და მხოლოდ მათ შეიძლება, მიუბრუნდეთ უკან, თუ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო „მაიდანთან“, ქვეყნის არევასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაიდანი ჩავარდა, სწორედ „მაიდნის“ მცდელობა იყო მთავარი რისკფაქტორი ბიზნესისთვის და ეს მთლიანად მოხსნილია.
„გუშინ 800 კაცი იყო გამოსული რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, არა მარტო ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, არამედ ზოგადად რაიმეს არევის რესურსი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველა უნდა ზრუნავდეს სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მე ერთადერთ რამეს ვიტყოდი განცხადებაზე, რაც კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლებმა გაავრცელეს – მათი ეს განცხადება მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის და მხოლოდ მათ შეიძლება, მიუბრუნდეთ უკან, თუ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო „მაიდანთან“, ქვეყნის არევასთან.
რეალურად და გარკვეულწილად, ეს არის ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადება, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ბიზნესებს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც ჰქონდეს სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ ბიზნესების ინტერესების დასაცავად და იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყო სტაბილურობა და სიმშვიდე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია