ირაკლი კობახიძე – ჩვენ დავასწარით და ქვეყანაში საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე შანტაჟი დავასრულეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყებოდა ის უბედურება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო

ერთი – ჩვენ დავასწარით კიდეც და მეორე – ჩვენს ქვეყანაში ამ თემით (საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა) შანტაჟი დავასრულეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს დაიწყებოდა ის უბედურება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო – ეს იყო სცენარი და გეგმა! – აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა მ გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უბედურება ხუთი დღით ადრე მოხდებოდა თუ ხუთი დღის შემდეგ, ამით რას იგებდა მთავრობა, მ განაცხადა, რომ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით პერსპექტივაში შანტაჟი დასრულდა.
„იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ 28 ნოემბერს მივიღეთ, რეალურად დავასრულეთ შანტაჟი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან აზღვევს. ქვეყნის შანტაჟი სამი წელი გრძელდებოდა ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით – დამთავრდა! როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას აფერხებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც შანტაჟი დაამთავრა. მთავარი, რაც ევროპელ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს ეწყინათ, სწორედ ეს იყო – ჩვენ მათ შანტაჟის ბერკეტი გამოვაცალეთ. შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო.
16 დეკემბერს, მძიმე სცენარს ამზადებდნენ, მათ შორის გაკეთდებოდა ხმამაღალი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება, რასაც კონკრეტულ მოვლენებს დაუკავშირებდნენ – არ მინდა ყველა დეტალი გავშალო!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მთავრობას აქებს თუ მიიჩნევს, რომ რაღაც სწორად ვერ გათვალეს, კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნების“ ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე და ყველა გადაწყვეტილება გუნდის მიერ, ერთობლივად მიიღება.
“პროცესებს რა თქმა უნდა, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას იცავდნენ და აპროტესტებდნენ იმ ძალადობას, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ ბრძოლის იარაღად აარჩია