პოლონეთის სეიმმა უარი თქვა დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე

პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე უარი უთხრა მატეუშ მორავიეცკის დროებით მთავრობას მუშაობის გაგრძელებაზე. ამგვარად პოლონეთის მთავრობა დაიშლება, ხოლო ახალი მინისტრები დეპუტატების მიერ დაინიშნებიან. ეს გასული წლის შემოდგომაზე საპარლამენტო ს შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელშიც მმართველი „კანონისა და სამართლის“ პარტია დამარცხდა.
მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება.
როგორც პოლონეთის ბეჭდვის სააგენტო იუწყება, 190 დეპუტატმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, 266-ი წინააღმდეგი იყო. თავი არავის შეუკავებია.
სავარაუდოდ ახალი პრემიერ-მინისტრი პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი, გახდება. კოალიციას, რომელიც მის კანდიდატურას უჭერს მხარს, პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს. ტუსკი უკვე ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ აირჩიეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ, ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში.