ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე, რაც ადასტურებს, რომ ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია

ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე, რაც ადასტურებს, რომ ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია
ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე და ასეთი ფაქტები მხოლოდ დამატებით დასტურია იმისა, რომ ასეთი პერფორმანსები თავიდან ბოლომდე პარტიულად მართულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია.
„ეს არ არის ახალი ხილი. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული „მაიდნის“ და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები, რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარე ძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მისცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია, რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა მოიტანოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას

“ქართული ოცნების” ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას