“ჯერ უკლებლივ ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა და ლაპარაკი მერე, ისიც ლეგიტიმურ ტერიტორიაზე და გადაწყვეტილების მიმღებთან. მანამდე გინდათ ლაპარაკი? მხოლოდ ქუჩაში, ხალხთან – ერთადერთ ლეგიტიმურ პროცესში და ლეგიტიმაციის წყაროსთან,” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის – ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, „მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ჩვენი ეს შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – აცხადებს კობახიძე.