ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ მარტივ ხრიკებზე, პროვოკაციებზე წამოგებას

არა, ეს არის რაღაც მარტივი პროვოკაცია. რა თქმა უნდა, პროვოკაციის მიზანი არის ის, რომ მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ლიეტუვისა და ს შემთხვევაში, არ ვაპირებთ მარტივ ხრიკებზე, პროვოკაციებზე წამოგებას. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა,მ დასმულ შეკითხვას – ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე ხელისუფლება რაიმე საპასუხო ნაბიჯის გადადგმას ფიქრობს, თუ არა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, თვითონ ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ იმას, რომ „ეს არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აქტი“.
„თქვენ იხილეთ, თვითონ ევროპელების კომენტარებიც იყო ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ისინი აღნიშნავდნენ, რომ რომ ეს არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აქტი. ჯერ ეს ერთი, ეს აქტი გამოიცემა, თუ არა გარკვეული არ არტის იმიტომ, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება, მაგრამ ასეც და ისეც, თავადვე აცხადებენ, რომ ეს არის უბრალოდ სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა, მაინც და მაინც, არ ექნება. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, პოლიტიკოსები იქნებიან ესენი, თუ ელჩები მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში , ესეც დაადასტურეს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება, არის უბრალოდ პოლიტიკური ჟესტი და მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება თვითონ დიპლომატებს, რასაც ჰქვია, როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, იცით, რომ ელჩი არის ზოგადად ხელშეუხებელი ომის დროსაც კი და როდესაც ვიღაც ცდილობს იმას, რომ ჩვენს ელჩებს მაგალითად, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული რაღაცა პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, თვითონაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ზუსტად ამ გადაწყვეტილებაში, ზუსტად არ იცია, ვისზე შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ, ამიტომ მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი.ასეც და ისეც, ეს არის მხოლოდ სიმბოლური აქტი, ამას არავითარი პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს, არის უბრალოდ სამწუხარო, პოლიტიკური ანტიქართული გადაწყვეტილება“-განაცხადა მ.
ამასთან, მან ასევე ქვეყანაში არსებულ „პოლიტიკურ კრიზისთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ასე უპასუხა:
„საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ არის მყარი უმრავლესობა ჩამოყალიბებული, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება და სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში, სწორედ სტაბილურობა არიოს ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს. მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.