უკრაინული მედია: გენერალი კირილოვი უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა ააფეთქეს

უკრაინული მედია Українська правда-ს ცნობით, მათ წყარომ უთხრა, რომ ს ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვის მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სპეცოპერაცია იყო.

მედიის წყაროს თქმით, სკუტერი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, მაშინ აფეთქდა, როცა კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად სადარბაზოში შედიოდა.

“კირილოვი იყო ომის დამნაშავე და სავსებით კანონიერი სამიზნე, რადგან მან უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა გასცა.” – თქვა მედიის წყარომ.

იგორ კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად 17 დეკემბერს, მოსკოვში აფეთქების შედეგად მოკვდა.

გასულ ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი გენერალი სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილად ცნო.

კირილოვი წლების განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას სა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მდებარე ლაბორატორიებზე. მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს საქართველოში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრი წარმოადგენდა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. მისი მტკიცებით, აქ შეიქმნა ღორის გრიპიც.

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ნახეთ ტაბულას ფილმი – მითები ლუგარის ლაბორატორიაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!