ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი მიმდინარეობს

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი მიმდინარეობს.
მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იღებს მონაწილეობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში ხუთი ქვეყნის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უძღვება და მას ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეიც ესწრება.
მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ მოსაზრებებს გაცვლიან, მის მიღწევებს განიხილავენ და მომავლისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს გამოავლენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”