“ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო” – NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

“ატლანტას” ყოფილმა მოთამაშემ და 7-გზის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილემ ჯო ჯონსონმა 2008 წლის პლეიოფში “ქორების” “ბოსტონ სელტიქსთან” დაპირისპირება გაიხსენა და სერიის მთავარ მოვლენად ზაზა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის ჩხუბი დაასახელა.
“ზოგადად, ჩემთვის, ეს სერია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან “ბოსტონთან” დაპირისპირება 7 მატჩიანი გამოვიდა. მსგავსი რამ მაშინ ნანახი არ მქონდა.
სერიის გამორჩეული მომენტი? რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის დაპირისპირება. ისინი ერთმანეთს თავებით ურტყამდნენ. სრული სიგიჟე იყო”, – განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია “ატლანტა ჰოუქსის” ღირსებას 2005/2013 წლებში
იცავდა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით “მილუოკი ბაქსს” შეუერთდა.