ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია, რამდენიმე ქვეყანამ მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია, რამდენიმე ქვეყანამ მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ეხმიანება, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უნგრეთის, ს და ლუქსემბურგის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„2024 წლის 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია, რამდენიმე ქვეყანამ და მათმა წარმომადგენლებმა პირდაპირ ან ირიბად მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ: უნგრეთი: , უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას.
უნგრეთი გამოექომაგა სანქციების დაწესებას და უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები ზედმეტად რადიკალურია და ხელს შეუშლის დიალოგს საქართველოსთან. : რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე გამოვიდა სანქციების წინააღმდეგ, განაცხადა, რომ ეს გაამწვავებს სიტუაციას ქვეყანაში.
მან ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობასა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. ლუქსემბურგი: ქსავიე ბეტელი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოვიდა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი განვითარების გზის პატივისცემის სასარგებლოდ. მან ხაზი გაუსვა ქართველ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების საჭიროებას და სკეპტიკურად განიხილა მკაცრი ზომების, მათ შორის სანქციების დაწესების აუცილებლობა. თუ ვინმეს ებადება შეკითხვა – ამ ეტაპზე “კარდინალ რიშელიეს 24 გვარდიელი” გვირჩევნია, თუ “დარტანიანი და სამი მუშკეტერი” – ვურჩევ გადაიკითხოს ეს უკვდავი ნაწარმოები და ამჟამად მიღებული შედეგით დაკმაყოფილდეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე