ქილიკის საგანია, რომ “ნაცმოძრაობა” იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება – მიხეილ ყაველაშვილი

ს მიმართ პირველი პროტესტი გამოვხატეთ მაშინ, როცა დავინახეთ, რომ მან “ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთ სიბრტყეზე დააყენა,” – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილმა თავისი არაადეკვატური ქცევით დაგვანახა, რომ ის „ნაცმოძრაობამ“ გადაიბირა. შემდეგ შეიწყალა, ახლა კი უკვე ს შეწყალებასაც მოითხოვენ მისგან. ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, რომ ფხიზლად იყოს.
ქილიკის საგანია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება. დამკვეთებიც ხედავენ, რომ აქ ხელისუფლების ცვლილებას ვერ მიაღწიეს და ახლა არჩევნებამდე შეეცდებიან კიდევ პროვოკაციებს – სხვადასხვა პარტიის გაერთიანებას, რომლებიც, სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ეს ნანახი გვაქვს, ფხიზლად ვართ, მაგრამ კიდევ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ. „ხალხის ძალა“ კვლავ მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა. მშვიდობა არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის