შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მლნ დოლარს გამოყოფს

შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მილიონ დოლარს გამოყოფს – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
“ეს არის ყოვლისმომცველი ზამთრის პაკეტი,” – თქვა კრისტერსონმა.
არსებული ინფორმაციით, ეს თანხა ენერგომომარაგების სისტემების, გათბობის, კვების, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის მხარდასაჭერას მოხმარდება.