ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს

მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად“, – წერს კასპარ ველდკამპი.
მისივე თქმით, ნიდერლანდები ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მზად არის.
„ნიდერლანდები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებას გააგრძელებს და მზად არის ქართველ ხალხს ორმხრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ეს მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორიც აირწინაღებია, რათა მათ თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეძლონ“, – აღნიშნავს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, მანამდე “რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. მისივე ცნობით, აღნიშნულისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ