სლოვაკი მძღოლები უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარს ნაწილობრივ დაბლოკავენ

სატვირთო ავტომობილების სლოვაკი მძღოლები სთან ქვეყნის ერთადერთი სატვირთო გზის ნაწილობრივ ბლოკადას გააგრძელებენ. გადამზიდველთა ასოციაციის განცხადებით, ბლოკადა 11 დეკამბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო.

სლოვაკი და პოლონელი მძღოლები, უკრაინული გადამზიდი ფირმებისთვის ევროკავშირში წვდომის შეზღუდვას ითხოვენ. ევროკავშირმა, შეზღუდვა გასულ წელს მოხსნა, უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„სატვირთო ავტომობილებისთვის სლოვაკეთში შესვლა დაიბლოკება. კერძო პირების გადაადგილება არანაირად არ შეიზღუდება“, – განაცხადა ს გადამზიდველთა ასოციაციამ.

პოლონეთში, სატვირთო ავტომობილების მძღოლები, სასაზღვრო გამშვებ პუნქტს 6 ნოემბრიდან ბლოკავენ. დღესვე, უნგრეთი-უკრაინის საზღვარზე, საპროტესტო აქციის დაწყებას ასევე გეგმავენ უნგრელი მძღოლებიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სურთ ევროკავშირში, უკრაინელი გადამზიდავების ნებართვის გარეშე წვდომა შეწყდეს. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინელ გადამზიდავებთან უსამართლო კონკურენციაში არიან და ეს გავლენას ფასებზე ახდენს.

აცხადებს, რომ ნებართვების სისტემის აღდგენა, ომის დროს მოძრაობის მოცულობის გათვალისწინებით, შეუძლებელია.

საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას აწვდიან, სასაზღვრო პროტესტის გამო უპილოტო თვითმფრინავების, ელექტრონიკის და პიკაპების მიწოდების რამდენიმე კვირის შეფერხებას განიცდიან. ამის შესახებ “როიტერს” ინდუსტრიის წარმომადგენელმა სამმა წყარომ განუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას