შვედეთი უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს უგზავნის

შვედეთი უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი ავრცელებს.
ულფ კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთის მიერ გამოყოფილი თანხა ზამთარში უკრაინის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ენერგეტიკულ ტერორიზმს ახორციელებს.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად უტევს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უკვე არსებული მძიმე განსაცდელი კიდევ უფრო გაართულოს. ამ პაკეტით ჩვენ გვსურს უკრაინას როგორც ახლის მშენებლობაში, ისე დანგრეულის აღდგენაში დავეხმაროთ“, – განაცხადა იოჰან ფორსელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)