ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55% – წარმოადგენენ მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს) მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას.
ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობოდა სანქციების დაწესებას “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის. გამოცემა Politico-ს თანახმად, ამას ლობირებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც, რომელიც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარეცაა.
თუმცა ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და .
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კვლავ გრძელდება, თუმცა მინისტრებმა უკვე დაასრულეს მსჯელობა საქართველოს შესახებ. საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარდება ოფიციალური პრესკონფერენციაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა