რიკარდ იოზვიაკი – უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის – შესაძლოა ამ კვირაში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სანქციებს ბლოკავენ , – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ კვირაში ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა