ესტონეთის მიერ, სანქცირებულია რეჟიმის 6 მოსამართლე

“ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესტონეთმა დაასანქცირა მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით განიხილავენ და მეტისმეტად მკაცრი სანქციების გამოყენებით აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის დაკვეთას ასრულებენ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” სანქცირებულ მოსამართლეებს ასაჯაროებს.
ესენი არიან: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ოცნების” არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ს, სანქციები დაუწესეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – ივანიშვილმა წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად დიდძალი ოდენობით კრიპტოვალუტას ითხოვს – ასე ვთქვათ, კრიმინალური „სოჩიკი“ ჩამირთო