პარლამენტისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლისთვის დაკავებული არასრულწლოვანი თავისუფალია

არასრულწლოვანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს და პარლამენტის შენობისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებოდნენ, თავისუფალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი მეთვალყურეობისთვის მშობელს, კერძოდ კი, მამას გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება