პროფესიული მარშები 2013-2014 წლების მაიდნის სცენარია, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ სცენარებს და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას

რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანები ერთი კაბინეტიდან იღებენ ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.
„რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალულები, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს , მათ წააგეს ქუჩა. ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას და ზოგადად, გამოჩენას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია იმისათვის, რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი