12 წლის მერე პირველად, ფრანგი დიპლომატები სირიაში ჩავლენ

2012 წელს თავისი დიპლომატების გაწვევის შემდეგ, საფრანგეთი პირველად მიავლენს დიპლომატებს სირიაში. ეს შესაძლებელი გახდა ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ.
ასადთან ურთიერთობა პარიზს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ჰქონდა გაწყვეტილი. ფრანგი დიპლომატებისგან შემდგარი ჯგუფი სირიაში 18 დეკემბერს ჩავა.
მათი ამ ვიზიტის შესახებ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ. ჯგუფს დაევალება „დაამყაროს პირველადი კონტაქტები“ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, ასევე შეაფასოს მოსახლეობის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებები, იუწყება Radio France Intarnationale-ი.
ფრანგმა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო იორდანიაში გამართულ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა გარდამავალ პერიოდს სირიაში. მასში საფრანგეთთან ერთად მონაწილეობდნენ -ის, თურქეთის, ევროპის ქვეყნებისა და არაბული სამყაროს წარმომადგენლები.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიასთან ურთიერთობის ნორმალიზება მისი ახალი ხელისუფლების პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ”ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები დამასკის ახალი ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ვიცით ზოგიერთი ისლამისტური ჯგუფის წარსულის შესახებ”, – თქვა ბარომ და აღნიშნა, რომ სირიის მთავრობა უნდა წარმოადგენდეს ამ ქვეყნის მთელ მოსახლეობას და გარდამავალი პერიოდი საბოლოოდ თავისუფალი არჩევნებით უნდა დასრულდეს. მინისტრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააუმჯობესებს ურთიერთობას გარდამავალ ხელისუფლებასთან, თუ ის პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობებს და ქალებს, ასევე გააგრძელებს ტერორიზმთან, კერძოდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას.
ფრანგი დიპლომატების დამასკში ჩასვლის მიზანი იქნება დიპლომატიურ ობიექტებზე საკუთრების აღდგენა.
საფრანგეთმა თავისი საელჩო დახურა და სირიიდან დიპლომატები გაიწვია 2012 წლის მარტში, ამ ქვეყანაში ფართო რეპრესიებისა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.
დასავლეთის სხვა ქვეყნებიც იტყობინებიან სირიის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების თაობაზე.
კერძოდ, -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა დაამყარა პირდაპირი კონტაქტები ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა წამყვან ძალასთან – ჰაიათ-თაჰრირ-ალ-შამთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჯგუფება აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
სირიის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტებზე, კერძოდ, რუსული ბაზების მომავლის საკითხზე, ინფორმაცია გაავრცელა მოსკოვმაც.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალეთის ამ ყოფილ ტერიტორიებზე, სირიასა და ლიბანზე, საფრანგეთის მანდატი ამოქმედდა. პარიზმა იქ გარკვეული გავლენა შეინარჩუნა დამოუკიდებელი სირიის სახელმწიფოს შექმნის შემდეგაც, მაგრამ 2011 წლის შემდეგ ოფიციალურ დამასკთან ურთიერთობა ფაქტობრივად გაწყდა.
სადამის განდევნის შემდეგ დამასკში მუშაობა განაახლა თურქეთის საელჩომ, რომელიც 2012 წელს დაიხურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე