“არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება“- რას ამბობს ღარიბაშვილის შვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს შვილს -ის პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლო დაწესებულების დატოვება მოსთხოვა, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ეხმიანება.

როგორც ნიკოლოზ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში თქვა, ის საქართველოში ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული, -ში სწავლას კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

“ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს“, – თქვა “იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ს შვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა უნივერსიტეტიდან საბუთები უკვე გადმოიტანა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით