შეიცვალოს დირექტორების არჩევის წესი და გაიზარდოს მასწავლებლების ანაზღაურება | პედაგოგების პროტესტი გრძელდება

შეიცვალოს დირექტორების არჩევის წესი და გაიზარდოს მასწავლებლების ანაზღაურება | პედაგოგების პროტესტი გრძელდება
მასწავლებლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებმა აქცია კანცელარიასთან გამართეს. ისინი უკვე პოლიტიკოსებს მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას და გვერდით დაუდგნენ მათ. მოთხოვნა უცვლელია – შეიცვალოს დირექტორების არჩევის წესი და გაიზარდოს მასწავლებლების ანაზღაურება.
პედაგოგებმა განცხადება კანცელარიაში, პრემიერის სახელზე დატოვეს, რომ ღარიბაშვილმა მათი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.
“გასაუბრება, რომელიც ჩატარდა ხარვეზებით და ეს ხარვეზები აქციეს შეცდომებად და დანაშაულებად ის აუცილებლად უნდა გასწორდეს და საქართველოს და ქართული სკოლებისთვის მომავლისთვის უნდა იმუშაონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ევლებათ ეს. კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ მისგან, გაითვალისწინონ სკოლა, ბავშვი და შემდეგ უკვე მასწავლებელი”, – ამბობს მაია ეკალაძე.
მასწავლებლების თქმით, პრემიერ ღარიბაშვილს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამაოდ.