“ახდენილი ოცნება” – კიმ კარდაშიანის ბრენდის ახალი წარმატება – Marao

კიმ კარდაშიანის Skims განაგრძობს ინტერნეტის დაპყრობას – კარდაშიანმა კომპანიის ახალი ოფისი ნიუ-იორკში გახსნა და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.
კარდაშიანების კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ბიზნესი შესაძლოა, მართლაც დგას გამოწვევების წინაშე, თუმცა ერთი რამ რასაც ვერავინ უარყოფს, კიმ კარდაშიანის თეთრეულისა და ე.წ. Shapewear -ის ხაზის, Skims -ის წარმატებაა.
„სკიმსი“ Lyst Index-ის 20 ყველაზე განხილვად ბრენდს შორის მოხვდა, ისეთი მოდის სახლების გვერდით, როგორებიცაა: Gucci, Prada, Versace, Balenciaga და ა.შ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის ღირებულება უკვე აღწევს 4 მილიარდ დოლარს, რაც კიმის, როგორც კარდაშიანების სკანდალური და ვარსკვლავური ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს.
კიმ კარდაშიანი დაიბადა 1980 წლის 21 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ის არის რობერტ კარდაშიანისა და კრის ჯენერის საერთო შვილი. კიმის დედა ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური ფესვებისაა, მისი მამა კი მესამე თაობის სომეხი ამერიკელი იყო. მშობლები ერთმანეთს 1991 წელს დაშორდნენ, დედა იმავე წელს დაქორწინდა 1976 წლის ზამთრის ოლიმპიურ ჩემპიონ კეიტლინ ჯენერიზე.
კიმ კარდაშიანი ქრისტიანია, ის თავის თავს „ძალიან რელიგიურ ადამიანს“ უწოდებს. 2019 წლის 30 ოქტომბერს, სომხეთში, ეჩმიაძინის მონასტერში მისი სამი უმცროსი შვილი ბაპტისტად მოინათლა.
2000 წელს 19 წლის ასაკში დაქორწინდა მუსიკალურ პროდიუსერ დეიმონ ტომასზე, რომელსაც 2004 წელს დაშორდა. 2011-2013 წლებში დაქორწინებული იყო ამერიკელ NBA-ს კალათბურთელ კრის ჰამფრისზე. 2014 წელს დაქორწინდა ამერიკელ რეპერ კანიე უესტზე რომელთანაც 4 საერთო შვილი ჰყავს. მათი მესამე და მეოთხე შვილი სუროგაციით დაიბადა. 2021 წლის აპრილის მონაცემებით კარდაშიანის ქონება 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ქანიე ომარი უესტი ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი, რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და დიზაინერია. პოპულარობა მოიპოვა 2000-იან წლებში. ის დაიბადა ატლანტაში, გაიზარდა ჩიკაგოში და გახდა ცნობილი, როგორც Roc-A-Fella Records-ის პროდიუსერი, თუმცა შემდგომში მან თავისი რეპ-კარიერაც წამოიწყო და 2004 წელს გამოსცა პირველი ალბომი The College Dropout, რომელმაც კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მიერ აღიარება მოიპოვა. შემდეგში მან თავისი ლეიბლი, GOOD Music დააარსა. მის მუსიკაში გამოიყენებოდა როგორც ორკესტრის, ასევე სინთეზატორებისა და Auto-Tune-ის ელემენტები, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა ალბომებში Late Registration (2005), Graduation (2007) და 808s & Heartbreak (2008). მისმა მე-5 და მე-6 ალბომებმა: My Beautiful Dark Twisted Fantasy-მ (2010) და Yeezus-მა (2013) ასევე მოიპოვეს კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მოწონება. უესტმა სხვადასხვა მუსიკალური სტილის გამოყენება მის შემდგომ 2 ალბომში, The Life of Pablo-ში (2016) და Jesus Is King-ში (2019) დაიწყო. მისმა მე-10 ალბომმა Donda-მ ასევე მიაღწია კომერციულ წარმატებას, თუმცა კრიტიკოსებისგან შედარებით დაბალი შეფასება დაიმსახურა. უესტის დისკოგრაფიაში ასევე შედის 2 კოლაბორაციული ალბომი. ესენია Watch The Throne (2011) ჯეი-ზისთან ერთად და Kids See Ghosts (2018) Kid Cudi-სთან ერთად.