ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი “მთავარი არხი”-ის გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ს შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს -ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს.
ტელეკომპანია „იმედი“ ნიკოლოზ ღარიბაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული და აშშ-ში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.
„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, – განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის პარტიული მედია მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტყუილი პროპაგანდისტულმა არხებმა რამდენიმე თვის წინაც გაავრცელეს, თუმცა მათი სიცრუე მალევე გამოაშკარავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციების ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა. ეს არის არამხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა

გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც