მედია: რუსი პროპაგანდისტი და ქართული პოლიცია – ს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თბილისში ქართველი კოლეგების მოწვევით იმყოფებოდა

თბილისში არსებული სიტუაციის გასაცნობად, საქართველოში ს სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექს ლობარევი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლობარევი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

როგორც ის 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში წერს, საქართველოში მივლინებით, ქართველი კოლეგების მოწვევით იმყოფებოდა, როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, რათა ადგილზე გასცნობოდა „უკანონო ანტისამთავრობო პროტესტებით გამოწვეულ სიტუაციას“.

ლობარევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აქებს და ამბობს, რომ „ქართველების უმრავლესობას პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ“ რუსი პროპაგანდისტი ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიური მიმართულებით არის შეცვლილი და რუსულ ენასაც საკომუნიკაციოდ ყველა ადგილზე თავისუფლად იყენებდა.

ლობარევს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უწერია, რომ ის წარსულში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და ასევე იყო რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ყოფილი კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომელი.

წყარო

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა