ირაკლი ღარიბაშვილის შვილი – თბილისში ზამთრის არდადეგებზე ჩამოვედი, უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები – არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა სიცრუის გავრცელება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი -ის უნივერსიტეტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ საქართველოში 1 თვითაა ჩამოსული, ზამთრის არდადეგების დასრულებისთანავე კი პენსილვანიაში დაბრუნდება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რითაც ის აშშ-ში უნივერსიტეტის დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში, ჩემს ოჯახთან, 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, – განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლებლის დატოვება მოსთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ „იმედია“, ისევე როგორც მეტწილად ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში