ქართული მხარე მოთმინებითა და კეთილგანწყობით დაელოდება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სხვა ძალების გავლენებისაგან

“ხალხის ძალის” წევრი, , ლიეტუვისა და ს ნაბიჯზე, სანქციები დაუწესონ ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს, საქართველოს მთავრობის პასუხს, სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ორი ქვეყნის არამეგობრულ განწყობას მოთმინებით პასუხობს და შემხვედრ უარყოფით გადაწყვეტილებებს არ იღებს და იმედს იტოვებს, რომ მალე სახელმწიფოების ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
“საქართველოს მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების არამეგობრულ განწყობას მეგობრული მოთმინებით პასუხობს და მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისათვის სანქციები დააწესეს, ქართული მხარე შემხვედრ უარყოფით გადაწყვეტილებას არ იღებს.
კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, მაგრამ ის პატივს სცემს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის და საჭირო ზომებს არ მიიღებს.
ქართული მხარე მოთმინებითა და კეთილგანწყობით დაელოდება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სხვა ძალების გავლენებისაგან, მათ შორის ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც და იმედს იტოვებს, რომ მალე ამ სახელმწიფოებსა და ჩვენ შორის ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას