თბილისის საკრებულოში 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო

დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარის, ავთანდილ ცინცაძის, მხარდაჭერით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მოსწავლეების მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. იგი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარების, მათი შესაძლებლობების წარმოჩენისა და მოტივაციის გაზრდას ემსახურება.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მიმართა. მან განაცხადა, რომ მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა ავთანდილ ცინცაძემ და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ განათლება და მისცენ ნიჭს განვითარების საშუალება. მინდა აღვნიშნო, რომ 210-ე სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია საბურთალოს რაიონში და სწორედ სკოლა და მასწავლებლები აძლევენ მოსწავლეებს უნარების განვითარებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა