რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირის ნებისმიერი ზომა უნდა იყოს კარგად აწონილი, კარგად გამიზნული, რათა თავიდან ავიცილოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება

რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებული მოვლენებით. ევროკავშირის პასუხთან დაკავშირებით ნებისმიერი ზომა უნდა იყოს კარგად აწონილი, კარგად გამიზნული, რათა თავიდან ავიცილოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, უჭერს თუ არა რუმინეთი მხარს პერსონალურ სანქციებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტას დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის, რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა.
„ეს არის დღეს განხილვის საკითხი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე დღეს“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!