კაია კალასი – შევთავაზეთ ამ ადამიანების სია, სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც იყენებენ ძალას და ძალადობას საქართველოში ოპოზიციის მიმართ

გვქონდა დისკუსიები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ 27 დემოკრატია საკუთარი იდეებით, ასე რომ დრო სჭირდება, მაგრამ დიახ, ჩვენ შევთავაზეთ ამ ადამიანების სია, სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ან რეალურად იყენებენ ძალას და ძალადობას ოპოზიციის მიმართ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, კონკრეტულად რა ზომების შეთავაზებას აპირებს საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრებისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა დღეს შეთანხმების მიღწევას, კაია კალასმა უპასუხა:
„ჩვენ გვქონდა ეს დისკუსიები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ 27 დემოკრატია საკუთარი იდეებით, ასე რომ დრო სჭირდება, მაგრამ დიახ, ჩვენ შევთავაზეთ ამ ადამიანების სია, სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ან რეალურად იყენებენ ძალას და ძალადობას ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმს, თუ როგორ შევზღუდავთ ამას და სხვა წევრ ქვეყნებსაც სურთ სთხოვონ კომისიას გამოვიდეს ეს წინადადება“, – აღნიშნა კაია კალასმა.
მისი განმარტებით, სია უკვე შეთავაზებულია და განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა, რომ ამ სიასთან დაკავშირებით ყველა შეთანხმდეს.
„ჩვენ ჯერ აქამდე არ ვართ მისული. მოდით, ვნახოთ მივალთ თუ არა“, – აღნიშნა კალასმა.
კითხვაზე, „გააგრძელებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტ ს მხარდაჭერას ე.წ. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ“, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უპასუხა:
„რაც შეეხება პრეზიდენტს, პრეზიდენტი ადგილზეა 29 დეკემბრამდე და მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.