მედია – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ჰამასის“ წარმომადგენლებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა „ჰამასის“ წარმომადგენლებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ბოდგანოვმა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების საკითხი „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის მოადგილესთან, მუსა აბუ მარზუკთან, პალესტინის დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივანთან, სალეჰ რაფატთან და პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის მაღალჩინოსანთან, მაჰერ ტაჰერთან განიხილა.
„მხარეებმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს, აქცენტი ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე გაკეთდა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადების თანახმად, ამავდროულად, რუსულმა მხარემ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემის დაუყოვნებლივ გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ, მათ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ, თავისი პრინციპული პოზიცია დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)