ანრი ოხანაშვილი – საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და თანამდებობა

საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და თანამდებობა, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს მასთან დაკავშირებით გამოკითხვებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა NDI- ის კვლევის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა კარგად ან საშუალოდ (16% – კარგად, 41% – საშუალოდ) აფასებს.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ასეთი ტიპის გამოკითხვების მონაცემები ყოველ ჯერზე თავდაყირა დგება არჩევნებზე.
“დღეს საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და მისი თანამდებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, ამიტომ არავითარი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს მასთან დაკავშირებით რაიმე გამოკითხვებს თუ ამ გამოკითხვების შედეგების შეფასებას.
რაც შეეხება პარტიებთან დაკავშირებულ შეფასებებს, ყოველ ჯერზე ვნახულობთ ფაქტებს, სადაც განისაზღვრება ჩვენი მოქალაქეების რეალური არჩევანი. ყოველ ჯერზე ასეთი ტიპის გამოკითხვების მონაცემები დგება ხოლმე თავდაყირა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრად მეტი პროცენტული მაჩვენებელი იქნება ასახული ციფრებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვიდრე აქაა შემოთავაზებული”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)